განცხადება კლუბის შექმნის შესახებ

სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორს, 
ქალბატონ ქალბატონ ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის 
 რუსუდან გორგაძის


გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა
სურვილი მაქვს, ჩვენს სკოლაში დაიწყოს ფუნქციონირება მკითხველთა კლუბმა ,,სწავლულმა“.  კლუბის მიზნებია:
·         წიგნიერების განვითარება;
·         მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება;
·         მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება;
·   ზეპირმეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
·  ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემების უნარის განვითარება;
·         ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება;

კლუბი გეგმავს მწერლებთან შეხვედრებს, ვიზიტს  წიგნის საგამოფენო ცენტრებში, სპექტაკლებზე დასწრებას, ახალი ლიტერატურის გაცნობასა და წაკითხული წიგნების განხილვას, დისკუსიების და ლიტერატურული კომპოზიციების მოწყობას.

გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა კლუბმა ამა წლის 17 ოქტომბრიდან დაიწყოს მუშაობა.

                                                                                      


 განმცხადებელი: რ.გორგაძე

                                                                   თარიღი : 15.10.2018წ   



No comments:

Post a Comment