წლის განმავლობაში
საკლუბო მუშაობის წარმართვა
რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის ოქტომბერში სსიპ ქალაქ თბილისის
N167 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა მკითხველთა კლუბი ,,სწავლულები“, რომლის დაარსებისთანავე
განთავსდა ინფორმაციები:
ინფორმაცია კლუბის
შესახებ ყველა დაინტერესებული პირისთვის დროულად იყო ხელმისაწვდომი.
პირველ შეხვედრაზე მსურველებმა შეავსეს განაცხადის
ფორმები. კლუბში გაწევრიანდა 23 მოსწავლე.
ვისაუბრეთ მკითხველთა კლუბის მნიშვნელობაზე და ავირჩიეთ კლუბის ლიდერი მოსწავლე, რომელიც
ჩემთან, კლუბის კურატორ მასწავლებელთან ერთად კოორდინაციას უწევდა მთელი წლის განმავლობაში
კლუბის მუშაობას.
მოსწავლეებს ვეხმარებოდი იდეების რეალიზებაში. კლუბის
წევრებთან ერთად ვგეგმავდი აქტივობებს. გამოყენებული მეთოდები
და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას.
მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო
გასაგები. კეთილგანწყობილი უსაფრთხო გარემო დაფუძნებული იყო თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე,
რომელიც ქმნიდა ნიადაგს ურთიერთთანამშრომლობისათვის.
ვფიქრობ,
მთლიანობაში მოსწავლეებმა მიაღწიეს გეგმით განსაზღვრულ შედეგებს, რასაც ადასტურებს
მათი ნამუშევრები. ჩართულობის მაღალი ხარისხი
კი უფლებას მაძლევს აღვნიშნო, რომ წლის განმავლობაში
საკლუბო მუშაობა საკმაოდ ინტერაქტიული და საინტერესო იყო.
2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში ბლოგზე და
სოციალური ჯგუფის გვერდზე ეტაპობრივად იტვირთებოდა წარმატებით განხორციელებული საკლუბო
აქტივობების და ღონისძიებების ამსახველი ფოტო-მასალა:
1. სტუმრად
ქ.თბილისის 167 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში
28 ოქტომბერს მკითხველთა კლუბი ,,სწავლულების“ წევრები ესტუმრნენ 167 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას.
ბიბლიოთეკარმა ქ-ნა ეთერ ხომერიკმა დაათვალიერებინა
ბიბლიოთეკა და გააცნო ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.
2. შეხვედრა მწერალთან
14 ნოემბერს მკითხველთა კლუბ ,, სწავლულის"
ფარგლებში მოვიწვიეთ მწერალი ნათია აბულაძე. მან მოსწავლეებს წაუკითხა საკუთარი იგავები. შეხვედრა სადისკუსიო ფორმატში წარიმართა.
3.
სტუმრად თეატრში
6 დეკემბერს
მკითხველთა კლუბის წევრმა მარიამ მეტრეველმა, კლუბის წევრებს წარუდგინა საინტერესო წიგნი-,,სახურავის ბინადარი კარლსონი" .
დღის ბოლოს კი კლუბის წევრები ახმეტელის თეატრსაც ესტუმრნენ და იხილეს სპექტაკლი: ,,სახურავის ბინადარი კარლსონი".
დღის ბოლოს კი კლუბის წევრები ახმეტელის თეატრსაც ესტუმრნენ და იხილეს სპექტაკლი: ,,სახურავის ბინადარი კარლსონი".
4.
სტუმრად ბიბლიოთეკაში
17 დეკემბერს მკითხველთა კლუბის ,,სწავლულების“ წევრები ესტუმრნენ
გლდანის რაიონის N60 საბავშვო ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკის მენეჯერმა ესაუბრა ბიბლიოთეკისა
და წიგნის მნიშვნელობაზე.
5. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე-1 თებერვალი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით
კლუბ ,,სწავლულის" წევრებმა წაიკითხეს თავიანთი ხელნაკეთი წიგნები...
6. სასკოლო ვიქტორინა
26 მარტს მკითხველთა კლუბ ,,სწავლულების“ კურატორი
მოსწავლე და რამდენიმე წევრმა მონაწილეობა მიიღო სასკოლო ჩემპიონატში და 1 ადგილიც დაიკავა .
7.
სტუმრად გალერეაში
17
აპრილს, სსიპ ქ.თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ
,,სწავლულების“ წევრები ეწვივნენ ცისფერ
გალერეას.
ბავშვებმა დაათვალიერეს მუზეუმი. მოისმინეს მისი დაარსების ისტორი.
დაათვალიერეს მხატვრების ტილოები.
კონკრეტულად: ლადო გუდიაშვილი, ფიროსმანი, ელენე ახვლედიანი, დიმიტრი შევრდნაძე და
სხვა თანამედროვე უცხოელი მხატვრის ნამუშევარი.
8. დედამიწის დღე
კლუბის წევრებმა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით შექმნეს ელექტრონული პრეზენტაციები
და ბუკლეტები თემაზე :
,,გავუფრთხილდეთ დედამიწას!“
9.
ქართველი მხატვრების ბიოგრაფიები
სსიპ ქ. თბილისის N167 საჯარო სკოლის მკითხველთა
კლუბ ,,სწავლულების“ წევრებმა წარმოადგინეს ქართველ მხატვრებზე (ფიროსმანი, ლადომ გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი
და დიმიტრი შევარდნაძე) კედლის გაზეთები.
მოგესალმებით! მე ვარ ნინო კაცაძე, მასწავლებლის კურატორი.
მკითხველთა კლუბის გახსნამ გამახარა. მკითხველთა კლუბს სწავლული დავარქვით. ეს სახელი
მთელ კლასს მოეწონა.
მკითხველთა კლუბში ორშაბათობით ვრჩებით ხოლმე და წარვადგენთ
ჩვენ მიერ წაკითხულ წიგნებს პრეზენტაციის სახით. ასევე ვკითხულობთ მოთხრობებს და ვყვებით
ლექსებს.
კლუბი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ხოლმე, რაც მასწავლებლის
დამსახურებაა.
როდესაც მოთხრობებს ვკითხულობთ ვიმდიდრებთ ლექსიკონს
რომელიც მეტყველებაში გვეხმარება. როდესაც ჩვენ მიერ წაკითხულ წიგნებს წარმოვადგენთ
ხოლმე კლასს ვესაუბრებით პერსონაჟებსა და მათ ქცევებზე რაც მეტად საინტერესოს ხდის
მკითხველთა კლუბს.
როდესაც რომელიმე გაკვეთილის მსვლელობისას წავიკითხავთ
რომელიმე ავტორზე, ამ დროს გადავწყვიტავთ ხოლმე, რომ ამ ავტორის ლექსები შევისწავლოთ
და მკითხველთა კლუბის მიმდინარეობის დროს წარვადგინოთ.
მე მადლობას ვუხდი ჩემს მასწავლებელს რუსუდან გორგაძეს ასეთი შრომისათვის. მან ჩვენთვის შექმნა
მკითხველთა კლუბი რადგან მიგვეღო დამატებითი ცოდნა. მკითხველთა კლუბი გვაძლევს შესაძლებელობას
ვიყოთ აქტიურები და ვისწავლოთ ბევრი.
Hello! I am Nino Katsadze, teacher curator. The
opening of the readers' club was delighted. Readers' Club is called Learned.
This name was liked by the whole class.
The readers' club stays on Mondays and will
present our books as a presentation. We also read stories and tell us poems.
The club is very interesting and it is a
teacher's merit.
When we read stories we enrich the dictionary
which helps us to speak. When we read the books we will talk about the class
and the behavior of the readers who are most interested in their behaviors.
When we go to any of the authors of any lesson,
we will take time to study the poetry of this author and present it to the
readers' club.
I thank my teacher Rusudan Gorgadze for such
work. He has created a readership club for us because we have additional
knowledge. The readers' club gives us the opportunity to be active and learn a
lot.
No comments:
Post a Comment