განცხადება
სსიპ ქალაქ
თბილისის N167 საჯარო სკოლის ბაზაზე , ფუნქციონირებას იწყებს მკითხველთა კლუბი ,,სწავლული“, რომელიც აქტივობებს განახორციელებს 2018-2019 სასწავლო წლის
განმავლობაში.
მკითხველთა კლუბი ,,სწავლული“ გახლავთ
სსიპ ქ. თბილისის N167 საჯარო სკოლის
ბაზაზე ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, საერთო ინტერესებისა და მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
მკითხველთა კლუბის წევრი
შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას,
მონაწილეობა მიიღოს მის ყოველდღიურ საქმიანობაში.
მკითხველთა კლუბის მთავარი მიზანები:
·
წიგნიერების განვითარება;
·
მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება;
·
მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება;
· ზეპირმეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება;
· ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემების უნარის განვითარება;
· ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება;
კლუბი გეგმავს ვიზიტს წიგნის საგამოფენო
ცენტრებში, სპექტაკლებზე დასწრებას, წაკითხული წიგნების განხილვას, დისკუსიების და
ლიტერატურული კომპოზიციების მოწყობას.
მკითხველთა კლუბის ამოცანებია:
·
შიყვარონ წიგნი და მიიღონ სიამოვნება წიგნის კითხვის დროს;
·
სხვადასხვა ტიპის ლიტერატურის (ზღაპრები, მოთხრობები, მითები, ლექსები,
საბავშვო ენციკლოპედიები, პატარა სტატიები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან, იუმორისტული,
სათავგადასავლო, ფანტასტიკური, მოგზაურობის ამსახველი მოთხრობები, ლექსები და ა.შ.)
გაცნობით ირწმუნონ, რომ კითხვა არის საინტერესო და აუცილებელი;
·
შეიძინონ აქტიური მსმენელების უნარ-ჩვევები;
·
გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი;
· გაიგონ, გაიაზრონ, გაანალიზონ მოსმენილი მასალა;
· იკითხონ სიამოვნებით, კარგად გაიგონ წაკითხულის შინაარსი;
· გაიგონ სიტყვების მნიშვნელობა სხვადასხვა კონტექსტში;
· ისწავლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტების გააზრებული კითხვა;
· აღიქვან და გაიგონ ტექსტი მთლიანად;
· იაზროვნონ კრიტიკულად და თავისუფლად დასვან კითხვები;
· გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა ნაწარმოებებთან და გმირებთან დაკავშირებით;
· თავისუფლად გაიგონ, გაიაზრონ და გაანალიზონ ნებისმიერი ტექსტი;
· გაიგონ ტექსტის მთავარი იდეა, ძირითადი აზრი;
· აღიქვან ნაწარმოების ან პერსონაჟის განწყობა;
· გამოიტანონ დასკვნა საკუთარი ცოდნისა და ტექსტში მოცემული ფაქტების დაკავშირების საფუძველზე;
· ლოგიკურად ჩამოაყალიბონ და საკუთარი აზრი გამოთქვან წაკითხულთან დაკავშირებით;
· გაიაზრონ ტექსტი კრიტიკულად და გამოხატონ საკუთარი ემოციები და განწყობა ნაწარმოებთან დაკავშირებით;

კლუბს უხელმძღვანელებს ლიდერი მოსწავლე და კურატორი მასწავლებელი.
კლუბის
წევრობის მსურველები გაერთიანდით სოციალურ ქსელში (facebook), ჯგუფის სახელწოდებაა: მკითხველთა კლუბი ,,სწავლული“.
მკითხველთა კლუბ ,,სწავლული“ კურატორი,
სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი: რუსუდან გორგაძე
2018 წლის 17 ოქტომბერი
No comments:
Post a Comment